ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა

დღეს ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, რაზეც რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხი უკრაინის კანდიდატის სტატუსტზე იქნება ევროკავშირის პასუხი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარი თავის - მათი მომავალის, ევროკავშირის მომავალის მიმართ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ.

„ჩვენ ვიცავთ დონბასს. ყველა საერთაშორისო კონტაქტისას მესმის აღფრთოვანება ჩვენი დამცველების ქმედებებით. მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. ამ ომის 112 დღის განმავლობაში, უკრაინულმა არმიამ დაამტკიცა, რომ ბრძოლის ველზე სიმამაცე და სიბრძნე, ტაქტიკურად უნართან ერთად აჯობოს მტერს, მნიშვნელოვან შედეგს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ არმიას,ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის რაოდენობით, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება