თსუ-ში წიგნის „ანისი და საქართველო - ნარკვევები“ პრეზენტაცია გაიმართება

17 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული და გამოცემული სამტომეულის „ანისი და საქართველო. ნარკვევები, მასალები“ პრეზენტაცია.

სამტომეულში თავმოყრილია ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ, 2016-2018 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგები, რომლის მიზანი ანის-შირაკის, როგორც გამორჩეული მრავალკულტურული გარემოს მომცველობით წარმოჩენაა. პროექტის ფარგლებში შესწავლილია ანის-შრაკის გარემოში არსებული სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის შრეებთან ერთად, ქართული პოლიტიკური, აღმსარებლობითი და მხატვრული მემკვიდრეობის თანაარსებობასთან დაკავშირებული მხარეებიც.

პროექტის განხორციელების შედეგად გამოვლენილი მასალები მრავალმხრივ სრულყოფს ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული წრის შეხვედრის გარემოს სურათს, ამასთანავე, ახალი კუთხით წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის ვრცელ რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფესიურ თუ კულტურულ პროცესებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ეკლესიის დამოკიდებულებას მათთან, საზოგადოდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და როლს ამ პროცესებში.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ: ზაზა სხირტლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი ჭეიშვილი, ენტონი ისტმონდი, ირინე გივიაშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნატალია ტურაბელიძე, ნანა სიხარულიძე, ვლადიმერ კეკელია, ირმა ხოსიტაშვილი, ნელი ჩაკვეტაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ნინო ბაგრატიონი, ვიოლა ტუღუში, ზეინაბ გურჯიძე, თეო ჯალაღანია, მაია პატარიძე, ირაკლი ფაღავა და ირაკლი თეზელაშვილი.

პრეზენტაცია 17ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თსუ-ში წიგნის „ანისი და საქართველო - ნარკვევები“ პრეზენტაცია გაიმართება

17 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული და გამოცემული სამტომეულის „ანისი და საქართველო. ნარკვევები, მასალები“ პრეზენტაცია.

სამტომეულში თავმოყრილია ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ, 2016-2018 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგები, რომლის მიზანი ანის-შირაკის, როგორც გამორჩეული მრავალკულტურული გარემოს მომცველობით წარმოჩენაა. პროექტის ფარგლებში შესწავლილია ანის-შრაკის გარემოში არსებული სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის შრეებთან ერთად, ქართული პოლიტიკური, აღმსარებლობითი და მხატვრული მემკვიდრეობის თანაარსებობასთან დაკავშირებული მხარეებიც.

პროექტის განხორციელების შედეგად გამოვლენილი მასალები მრავალმხრივ სრულყოფს ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული წრის შეხვედრის გარემოს სურათს, ამასთანავე, ახალი კუთხით წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის ვრცელ რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფესიურ თუ კულტურულ პროცესებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ეკლესიის დამოკიდებულებას მათთან, საზოგადოდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და როლს ამ პროცესებში.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ: ზაზა სხირტლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი ჭეიშვილი, ენტონი ისტმონდი, ირინე გივიაშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნატალია ტურაბელიძე, ნანა სიხარულიძე, ვლადიმერ კეკელია, ირმა ხოსიტაშვილი, ნელი ჩაკვეტაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ნინო ბაგრატიონი, ვიოლა ტუღუში, ზეინაბ გურჯიძე, თეო ჯალაღანია, მაია პატარიძე, ირაკლი ფაღავა და ირაკლი თეზელაშვილი.

პრეზენტაცია 17ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო