რელიგიის საკითხთა სააგენტო კათოლიკეებს ევქარისტიის წმინდა დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს ევქარისტიის წმინდა დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„კათოლიკური ეკლესია დღეს ევქარისტიას (Corpus Christi) ზეიმობს, ესაა მაცხოვრის უწმიდესი ხორცისა და სისხლის თაყვანისცემა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევქარისტიის წმინდა დღესასწაულს ულოცავს ყველა კათოლიკეს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა