საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან (Tbilisi Piano Fest) დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელისა და ორბელიანის ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 17 ივნისის 07:00 საათიდან 20 ივნისის 03:00 საათამდე იმოქმედებს.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მშრალი ხიდის მიმართულებით, ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით შეეძლებათ.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებები ორბელიანის ქუჩამდე გადაადგილდებიან და შემდეგ, მტკვრის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა