მიხეილ დაუშვილი - ერთმა 20 ივნისის გარდა სხვა თარიღი ვერ მოიფიქრა, მეორე ამას ვერ შეეგუა - „20 ივნისს თუ აქცია გაიმართება, მეც რაღაც ალტერნატიული მჭირდება"

ერთმა 20 ივნისის გარდა სხვა თარიღი ვერ მოიფიქრა, მეორე ამას ვერ შეეგუა - „20 ივნისს თუ აქცია გაიმართება, მეც რაღაც ალტერნატიული მჭირდება", ჩვენი ცალსახა მიზანია პარტნიორებს ვემუშაოთ, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპელმა პარტნიორებმა იციან ქართველი ხალხის პოზიცია და ეს გამოჩნდა რეზოლუციაშიც, სადაც ხალხის ევროპული მისწრაფება ხაზგასმულია. დაუშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებსაც ამას მოუწოდებენ.

"თავდაპირველად ჩაინიშნა 20 ივნისის აქცია, რომელიც არის ერთი მხრივ, გულწრფელი პროტესტის გამოხატულება და მეორე მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის გამოხატულება, რომელიც არც ევროპული მოქმედება იყო, არც დემოკრატიული და მით უმეტეს, არც სამართლებრივი. ამის შემდეგ იყო ერთგვარი ალტერნატივის დაანონსება, როგორც ჩანს, სხვა აქციებიც ინიშნება. თუმცა, დღეს იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომ პარტნიორები დავარწმუნოთ მივიღოთ სტატუსი. უნდა გვესმოდეს, რომ ტრიოს გაყოფის რეალური რისკი არსებობს, ეს ძალიან დიდი ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ორ ქვეყანას ტოვებს ევროკავშირის მხარეს და ჩვენს მომავალს ძალიან გაურკვეველს ხდის. ამიტომ დღეს არაფერზე იმაზე მნიშვნელოვანი არ არის, რომ ვემუშაოთ პარტნიორებს და დავარწმუნოთ, რომ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

24 ივნისამდე მთავარი ამოცანა არის პარტნიორების დარწმუნება, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 24 ივნისის მერე რამდენ აქციაშიც გინდათ იმდენში მივიღებთ მონაწილეობას,"- განაცხადა დაუშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს