მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში კალათბურთის მოედანი ეწყობა

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კალათბურთის ახალი მოედანი ამჯერად, მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონს შეემატება.

„N11-13-14 კორპუსებთან სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 264 კვ. მეტრ ფართობზე სპეციალურ საფარიანი კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 100 000 ლარამდე დაიხარჯება. სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა