ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდნენ

ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესი რამდენიმე სექციად იყოფა. მათ შორის არის ევროპის სექცია - წარმოდგენილი ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოთი - CEMR და ევრაზიის სექცია, სადაც შეყვანილია ძირითადად მუნიციპალიტეტები დსთ-ის წევრი და ევროკავშირის არაწევრი ევროპული სახელმწიფოებიდან.

“აღდგა ისტორიული სამართლიანობა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდნენ.

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საქართველო ევრაზიის სექციაში მე-20 საუკუნის ბოლოს შეიყვანეს. ევრაზიის სექციის ხელმძღვანელი კი რუსეთია.

„საქართველომ 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია - ათეა შეიქმნა, დაიწყო ზრუნვა არსებული უსამართლობის გამოსასწორებლად. 2008 წელს კი ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო კონგრესს მიმართა თხოვნით, საქართველოს ევრაზიის სექციიდან ევროპის კავშირის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოს მოთხოვნის წინააღმდეგი იყო და ყველანაირად ხელს უშლიდა ჩვენი ქვეყნის ევროპის სექციაში გადასვლას.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს CEMR-ს მიმართა, რომ ათეა (NALAG) წევრად მიეღო, როგორც საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი. რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპელი მეგობრების დახმარებითა და თანადგომით შესაძლებელი გახდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია - ათეა (როგორც მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი) ამ ორგანიზაციის CEMR-ის წევრად მიიღეს.

2010 წლიდან საქართველოს მოთხოვნას ევროპის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინაც შეუერთდა, რამაც რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად შეასუსტა, ხოლო აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკამ ჩვენი ქვეყნის ამ გზაზე წარმატება კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო