11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ზურაბ აზარაშვილი რომში, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ის დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. შეხვედრის მიზანია ყველა ასაკის პირისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრა ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) და იტალიის მთავრობის ორგანიზებით იმართება.

მინისტერიალზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ხანდაზმულთა უფლებების, ღირსების და დამოუკიდებლობის დაცვაში.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია უზრუნველყოს ხანდაზმულთათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები. ასევე მათი აქტიური ჩართულობა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მთავრობის ძალისხმევით დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მთლიანად ფარავს დაუზღვეველ მოსახლეობას, მათ შორის ხანდაზმულ პირებს.

შრომისუნარიანობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა პროგრამები განახორციელა. მათ შორის, საპენსიო ასაკის პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებს აქვთ პენსიის მიღების შესაძლებლობა.

ქვეყნის საპენსიო სისტემა სამი სახისაა: ხანდაზმულთა საპენსიო სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური დახმარების როლს ხანდაზმულთათვის; დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობას მოიცავს და კერძო საპენსიო სქემები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე მიზნობრივ სოციალური დახმარების პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალური დახმარების სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ასევე იმყოფება სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ქეთევან გოგინაშვილი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ მიქელაძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია