რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბათუმისა და სარფის სანაპირო ზოლის დაცვის პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბათუმისა და სარფის სანაპირო ზოლის დაცვის პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მორიგ ცილიმსწამებლურ განცხადებას ბათუმისა და სარფის სანაპირო ზოლის დაცვის პროექტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგრძელებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ცრუ ინფორმაციის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების გზით და მათ ერთადერთ მიზანს წარმოადგენს სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაცია და არა ობიექტური ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმში სანაპირო ზოლის დაცვისა და აღდგენის სამუშაოები 2021 წელს დაასრულა. სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის 53 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ნაპირდაცვის პროექტირება, მშენებლობა და მშენებლობის ზედამხედველობა შეასრულეს საერთაშორისო იტალიურმა და ჰოლანდიურმა კომპანიებმა.

ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, სანაპიროს დაცვის ღონისძიებები ჩატარდა დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე. სანაპირო ზოლისა და ბულვარის ტალღების ზემოქმედებისაგან საიმედო დაცვის მიზნით, სანაპირო ზოლზე მოეწყო 1750 მ სიგრძის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაპირსამაგრი კონსტრუქცია. ნაგებობისთვის გამოყენებული იქნა 3-დან 7 ტონამდე ლოდნარი, რომლის ჯამურმა მოცულობამ 300 000 ტონაზე მეტი შეადგინა. სამუშაოების პროცესში, აღდგა შტორმისგან დანგრეული ბულვარი, სანაპირო შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, გაიწმინდა და მოწესრიგდა არსებული სადრენაჟე და სანიაღვრე არხები.

ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ეფექტიანობა მიმდინარე წლის ძლიერმა შტორმმაც დაადასტურა. შტორმისა და ზღვის ზემოქმედებამ ვერ დააზიანა ახალი ნაგებობა და სანაპიროს ინფრასტრუქტურა. დაზიანდა სწორედ ის ნაწილი, რომელიც არ იყო მოქცეული ბათუმის ნაპირდაცვის პროექტში.

რაც შეეხება სარფის ნაპირდაცვის პროექტს, სამუშაოები შესრულებულია სანაპირო ზოლის 800 მეტრიან მონაკვეთზე. სანაპირო ზოლის სხვა მონაკვეთები ექცევა ბათუმი-სარფის საავტომობილო მაგისტრალური გზის მშენებლობის არეალში და სანაპიროს დაცვის ღონისძიებების შესრულება გათვალისწინებულია სწორედ საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში.

ამასთან, სანაპიროს დაცვის ორივე პროექტზე თანხები გადახდილია მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ აგრძელებენ სამინისტროსთან გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა