ელენე ხოშტარია - სახელმწიფომ შეისყიდა „ბორჯომის“ წილის 7.73% , ხოლო 49.99% დაუტოვა მიხეილ ფრიდმანს და პრაქტიკულად შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, სახელმწიფომ კომპანია „ბორჯომის“ 7.73%-იანი წილი დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენისგან, მიხაილ ფრიდმანისაგან შეიძინა, რაც სანქციებისაგან თავის არიდების მცდელობას ჰგავს.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო პრაქტიკულად გარიგებაში შევიდა სანქცირებულ პირთან და ამ საკითხს შესასწავლად უცხოელ პარტნიორებს გაუგზავნიან.

,,მინდა მოგიყვეთ ისტორია „ბორჯომის“ შესახებ, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა გვაცნობა, რომ თითქოს დაუბრუნა ხალხს.

„ბორჯომის“ 57.72 პროცენტის მფლობელი იყო მიხეილ ფრიდმანი, რომელიც იყო სანქცირებული უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, შესაბამისად, ამაზე რეაგირება იყო მოთხოვნილი საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება, მსგავსი სანქცირებული პირი კაპიკს არ უნდა იღებდეს მსგავსი ბიზნესებიდან. ამის ნაცვლად, სახელმწიფომ შეისყიდა 7.73% და 49.99% „ბორჯომის“ წილის დაუტოვა მიხეილ ფრიდმანს. სახელმწიფო პრაქტიკულად შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე, მიხეილ ფრიდმანს „ბორჯომიდან“ შესდის უდიდესი შემოსავალი. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ამაზე საუბრობდა ერთ-ერთი მინისტრიც მთავრობის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ამ საკითხს შესასწავლად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს. ამ ფულით ფინანსდება სისხლიანი კამპანია, ადამიანების ხოცვა უკრაინაში. დღეს მიხეილ ფრიდმანი ქართული „ბორჯომისგან“ ფულს არ უნდა იღებდეს და სახელმწიფო ამაში ხელს არ უნდა უწყობდეს, შეისყიდეს ზუსტად იმდენი წილი, რომ ფრიდმანი საკონტროლო პაკეტს ჩამოსცილებოდა, ეს ჰგავს სანქციებიდან თავის არიდების მცდელობას“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა