თსუ-ში „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში" პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიის „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში" პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ნაშრომის ავტორები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორები რამაზ ქურდაძე, ქეთევან მარგიანი, მაია ლომია და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ნინო ჭუმბურიძე არიან. პრეზენტაციას ავტორებთან ერთად ესწრებოდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი მზექალა შანიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები.

მონოგრაფია „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ მომზადდა ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა განხორციელდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტში. „მონოგრაფია წარმოადგენს მეორე ნაშრომს ქართული და ქართველური ენების შესწავლის მიმართულებით, რომელიც ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უნივერსალურ უარყოფის კატეგორიას ქართველურ ენებში. წიგნი არის ინტერდისციპლინური და ექნება დიდი გამოყენება როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, ასევე მომიჯნავე დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების მიერ“, - აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

წიგნის ავტორის, რამაზ ქურდაძის თქმით, მონოგრაფია მოიცავს ქართველური ენების სისტემურ აღწერასა და ანალიზს ქართველ და უცხოელ ავტორთა თეორიული ნააზრევის გათვალისწინებით. „კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ კოგნიციის ენობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედარებითი პროცესებისა და სინქრონული მონაცემების გათვალისწინებით“, - განაცხადა რამაზ ქურდაძემ.

მონოგრაფია სერიის „ქართველური ენათმეცნიერება“ მეორე წიგნს წარმოადგენს. პირველი წიგნი ეხებოდა ევიდენციალობის კატეგორიას ქართველურ ენებში. ასევე, დაწყებულია მუშაობა სერიის მესამე წიგნზე - „ინფორმაციის სტრუქტურა და ჰიპოტაქსური მოდელები ქართველურ ენებში“.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა