სერგეი ლავროვი - ბრიტანელი პოლიტიკოსები მხოლოდ მომავალ არჩევნებზე ფიქრობენ და სხვაზე არაფერზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, ორივე, ღიად ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთი, ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთი დაიჩოქოს. მაშინ განაგრძე, გააკეთე!, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა BBC-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო, პოლიტიკური ამბიციების გამო, კიდევ ერთხელ სწირავს თავისი ხალხის ინტერესებს.

„მათი პოლიტიკოსები მხოლოდ მომავალ არჩევნებზე ფიქრობენ და სხვაზე არაფერზე“, - დასძინა ლავროვმა დიდ ბრიტანეთზე საუბრისას.

რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მისი ქვეყანა უკრაინაში არ შეჭრილა და ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციაა.

„დასავლეთისთვის ახსნის სხვა გზა ჩვენ აბსოლუტურად არ გვქონდა, რომ უკრაინის ნატოში ჩათრევა კრიმინალური აქტი იყო“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, ლავროვმა მწუხარებით აღნიშნა, რომ საერთაშორისო დიპლომატები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, გაეროს გენერალური მდივანი და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები, დასავლეთის ზეწოლას განიცდიან.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება