მელიქიშვილის გამზირი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან გადაიკეტება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 17 ივნისს, საღამოს საათებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

მისივე თქმით, აღნიშნულის გამო ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი.

„თქვენ იცით, რომ ახალი მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, ვარაზის ხევი, კოსტავას ქუჩა ორმხრივი იქნება. ამასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ვიდეორგოლები ტრიალებს, როგორც ტელევიზიით ასევე, სოცმედიაში.

მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ყველაფერი, როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე, საკანალიზაციო წყლის მილები, გაზის მილები, ყველაფერი იქნება გამოცვლილი, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი, ახალი განათების ბოძები, LED სანათები მოეწყობა. ასევე, საფეხმავლო ტროტუარები მოეწყობა, რომ ადამიანმა გადაადგილება ნორმალურად შეძლოს. ახალი მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები გაჩნდება. ყველაფერი გაკეთდება, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო ზოლი გამოიყოფა, ველობილიკი გაკეთდება, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები დამონტაჟდება და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის“, - განაცხადა კალაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს