ოთარ შამუგია გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში, კაორი იშიკავას შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხებს გაესვა, რომლის ფარგლებშიც სოფლის განვითარების სააგენტომ ქალთა სასათბურე მეურნეობის საპილოტე პროგრამა შეიმუშავა.

მათივე ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე მოწყვლადი ჯგუფის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე ვრცლად ისაუბრა.

კაორი იშიკავამ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის კარგი მაგალითია და ყურადღება პროექტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მეორე ფაზის (2021-2024 წწ) განხორციელება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის მიზანსაც ქალების მხარდაჭერა, ინსტიტუციური განვითარება და კანონმდებლობის სრულყოფა წარმოადგენს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რეგიონალურ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა