მაისში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258 581 861 დოლარი შეადგინა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მაისის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, მაისში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258 581 861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 184 781 782 (+250.4%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობითვე, იანვარი-მაისის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840 879 162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-მაისის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 663 668 204 (+374.5%) აშშ დოლარით გაიზარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს