ამერიკული ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში დამოუკიდებლობის თემაზე დაწერილი ესეების კონკურსს აანონსებს

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის კამპუსი საქართველოში ესეების კონკურსს მართავს. კონკურსი აბიტურიენტებისთვისაა განკუთვნილი და დამოუკიდებლობის თემატიკას ეხება. გამარჯვებული კონკურსანტი 1000 ლარის ოდენობის პრემიას და სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს. გამარჯვებული თემა გამოქვეყნდება პუბლიკაციის სახითაც.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით საქართველოს პარლამენტიდან, აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, USAID ოფისიდან, ამერიკის სავაჭრო პალატიდან (AMCHAM), საქართველოს ატლანტიკური საბჭოდან, ამერიკული საბჭოდან და აჭარა ჯგუფიდან.

ჟიურის წევრები არიან:

● თამარ ტალიაშვ­ილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი;

● კრის ანდერსონი - აშშ-ის საელჩო საქართველოში, კულტურის ატაშე;

● ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა;

● მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი;

● ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო;

● ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.

● გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო.

კრის ანდერსონი, კულტურის ატაშე აშშ-ის საელჩოში საქართველოში: „4 ივლისი არის დღე, როდესაც ყველა ერთად ვიხსენებთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელზეც აშშ დგას. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველას აქვს თანაბარი უფლება იცხოვროს, იყოს თავისუფალი და ბედნიერი. აშშ შეიქმნა იმისთვის, რომ აღნიშნული უფლებები დაიცვას. როგორც აბრაამ ლინკოლნმა თქვა: აშშ დგას ხალხის მთავრობაზე, ხალხის მიერ, ხალხისთვის. ეს არ არის მარტივად მისაღწევი. აქტიური მუშაობა დემოკრატიისთვის არასდროს მთავრდება, მაგრამ ჩვენ, ხალხი უნდა ვისწრაფოდეთ, რომ სრულყოფილი გაერთიანება შევქმნათ.“

დამოუკიდებლობის დღე აშშ-ში 4 ივლისს აღინიშნება. საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტი ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებას 7 ივლისს 13:00 საათზე კამპუსის ტერიტორიაზე გამართავს. ღონისძიებაზე გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული, აგრეთვე ჩატარდება პრეზენტაციები საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ, საგანმანათლებლო პროექტების და სტუდენტების მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ.

კონკურსანტების რეგისტრაცია და შესაბამისი ნაშრომების წარდგენა მიმდინარეობს 17 ივნისიდან 29 ივნისამდე მითითებულ ბმულზე

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს