„საქართველოს ბანკი” მცირე ბიზნესს მხარდასაჭერად CashBack-ს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის მათზე მორგებული ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს ქეშბექი შესთავაზა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს https://bit.ly/39xB4Od-დან, რეგისტრაციის დღიდან, პირველი ორი თვის განმავლობაში, Mastercard ბიზნეს ბარათით (იქნება ეს პლასტიკური თუ ციფრული) ეროვნულ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე Cashback-ის სახით მიიღებს გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 400 ლარს, თითოეულ თვეზე.

მათივე ცნობით, თითოეული თვის Cashback-ი იმ პლასტიკურ ან ციფრულ ბიზნესბარათზე ჩაირიცხება რომელსაც მომხმარებელი ონლაინანგარიშის გახსნის პროცესში მიუთითებს. თანხა შესაბამისი საანგარიშო თვის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება. შეთავაზება უკვე ძალაშია და ის 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. Cashback-ით სარგებლობისთვის საჭიროა: ბიზნესმა ვებგვერდებიდან https://bit.ly/39xB4Od დისტანციურად გახსნას ანგარიში; რეგისტრაციის პროცესში შეუკვეთოს Mastercard ბიზნეს ბარათი (ფიზიკური/ციფრული) Mastercard ბიზნეს ბარათით შეასრულოს ნებისმიერი მოცულობის გადახდები ეროვნულ ვალუტაში.

„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას. ამჯერად კი ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, ანგარიშის ონლაინ გახსნის შემთხვევაში, მისთვის სასურველ ბიზნესბარათზე დაიბრუნოს თვის განმავლობაში გახარჯული თანხის 20%. გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარ ბიზნესს მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ ბიზნესის საჭიროებებს, რათა ახალი შეთავაზებებით, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Cashback-ის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3b7xKd7

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან