კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი ახალ პროექტს იწყებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესის ფაკულტეტი ახალ პროექტს იწყებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე აღიარებული გამოცემის The Economist -ის ყველაზე აქტუალურ მასალებზე დაყრდნობით, Topical talk -ის ფორმატში ქმნის "ბიზნეს განათლების ბანკს", რომელიც თანამედროვე ბიზნეს განათლების მასალის საფუძველზე, ქართულ ბიზნეს გარემოსთან ადაპტირებული სასწავლო ლიტერატურის ფორმირებას მოიცავს.

„აღნიშნულ პროექტს CIU ბიზნესის ფაკულტეტი საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შექმნილი/ადაპტირებული მასალები პირველ ეტაპზე განკუთვნილი იქნება ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. პროექტის ფარგლებში შეიქმნება Topical Talk -ის სადისკუსიო კლუბი რომლის მთავარი მიზანიც ბიზნესის თემატიკაზე აქტუალური დისკუსიების ორგანიზება იქნება. ამჟამად, დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება Harvard Business Publishing Education-ის მასალების ინტეგრირებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს