CIU-ში გიგა კობალაძის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის საჯარო ლექცია თემაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვა საქართველოში“ გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე გიგა კობალაძემ ისეთ საკითხებზე ისაუბრა როგორებიცაა: საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონმდებლობა, ინდივიდუალური და კოლექტიური მართვა, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის გამომწვევები.

მათივე ცნობით, შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიემართათ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა