სამშენებლო კომპანია "ათორის" მიერ დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

სამშენებლო კომპანია "ათორის" მიერ დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიის მხარდაჭერას, საცხოვრებელი ბინების ასაშენებლად მიწის გამოყოფას და ინვესტორთან შუამდგომლობას ითხოვენ.

შეკრებილების თქმით, კომპანიისგან დაზარალებული ოჯახების საკითხის განხილვა მერიაში წლის ბოლომდე გადაიდო, რაც მათ ყოველდღიურ მდგომარეობას ამძიმებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანია „ათორის“ ხელმძღვანელმა მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართები აუშენებელ კორპუსებში მიჰყიდა, ამის შემდეგ ვალდებულებები არ შეასრულა და მათი თანხები მიისაკუთრა.

როგორც ისინი ამბობენ, კომპანიის დირექტორმა ერთი და იგივე ბინა რამდენიმე ადამიანზე გაყიდა.

მათი ინფორმაციით, ამ თაღლითური სქემით 300-მდე ოჯახი დაზარალდა.

„ამდენი ხალხი რეალურად, ქუჩაშია. დახმარებას გვპირდებიან, უარს არ გვეუბნებიან, მაგრამ ეს დაპირებების დონეზე რჩება. თუ აქამდე ჩვენთან თანამშრომლობდნენ და რაღაც პერიოდულობით გვხვდებოდნენ და ინვესტორთან საუბარი და მუშაობა მიმდინარეობდა, ახლა ერთ-ერთ ჩვენს საინიციატივოს წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ვინაიდან მერის ახალი მოადგილე დაინიშნა, ჩვენი საკითხი წლის ბოლომდე გადაიდო. ანუ განხილვა და შეხვედრაც კი არ ისურვეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა