საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა.

მათივე ცნობით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში პირველი წარმოდგენა ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გამართა.

„იმერეთს მე-13 თეატრალური ფესტივალის დაწყებას ვულოცავ. ფესტივალის, რომელიც დიდი ხანია, როგორც იმერეთს ასევე, საქართველოს ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება. თეატრები სპექტაკლებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში წარმოადგენენ. ამ ნაბიჯით ვცდილობთ, მუნიციპალიტეტებში თეატრალური ცხოვრება კიდევ უფრო გავაცოცხლოთ,“ - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლების გარდა, მაყურებელი ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენებს ნახავს.

„თეატრალური იმერეთი 2022“ სტარტს დღეს იღებს და 2 კვირის განმავლობაში თეატრის მოყვარულებს ნამდვილ დღესასწაულს აჩუქებს. საუკეთესო ტრადიციად ქცეული ფესტივალი წელსაც მთელ იმერეთს მოიცავს, მონაწილეობას თეატრი ყაზახეთიდანაც მიიღებს.

ქუთაისის მერია ამ ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მუდმივი მხარდამჭერია. გიწვევთ ყველას, სპექტაკლებს დაესწარით და თავი ფესტივალის მონაწილეებად იგრძენით!“ - განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. მაყურებელს საშუალება ეძლევა, 16 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს.

სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ფესტივალის დახურვის ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1-ელ ივლისს გაიმართება.

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. „თეატრალური იმერეთი“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და რეგიონის თეატრების გარდა, სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო