ზურაბ აზარაშვილმა რომში დემოგრაფიული მდგრადობის შესახებ გამართული დისკუსია გახსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რომში დემოგრაფიული მდგრადობის შესახებ გამართული დისკუსია გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა დემოგრაფიულ საკითხებზე გამართული მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), საქართველოს და ბულგარეთის ორგანიზებით გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა და მათი პოტენციალის ათვისება საჭიროა.

მინისტრის თქმით, მთავრობებს სხვადასხვა ბერკეტი აქვთ, რათა დემოგრაფიული ცვლილებისთვის სათანადოდ მოემზადონ, ისეთი საზოგადოებები შექმნან, სადაც ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებები იქნება გათვალისწინებული.

„მინდა გაეროს მოსახლეობის ფონდს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციების განხილვა 2014 წლიდან დავიწყეთ, როდესაც UNECE-ს და UNFPA-ს მხარდაჭერით დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი შემუშავდა.

ხანდაზმულთა უფლებებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, რომელიც მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის, პენსიონერებისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსაც კი აფინანსებს. ამ რეფორმამ ხელი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას შეუწყო.

მოქალაქეების დასაქმებისა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. ქვეყანას რამდენიმე სახის საპენსიო სისტემა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამები აქვს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა. ქვეყნის კეთილდღეობისთვის მათი პოტენციალის ათვისება მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ხანდაზმულთა უფლებები საქართველოს ადამიანის უფლებათა განახლებულ, 10-წლიან ეროვნულ სტრატეგიაში ინტეგრირებულია. დოკუმენტი ხანდაზმულთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს, მათ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ასევე ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციაში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა