იაგო ხვიჩია - მაკრონმა გასაგებად თქვა, რომ ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, რაც გეოპოლიტიკურად - არ ვიქცევით სათანადოდ, არ ვისმენთ და ამავე დროს უპატივცემულოდ ვიქცევით

როცა ამდენსაუკუნოვანი სწრაფვა აქვს ქვეყანას დასავლეთისკენ, იმის გამო, რომ აწმყოში ხელისუფლება ნაკლებად გამოადგა ამ მიზნისთვის, ხელი არ უნდა კრა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაკრონი პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან ყოფნაზე მიუთითებდა, რადგან ქვეყნის ხელისუფლების ბოლო პოზიციებით არის განპირობებული.

„მაკრონმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, რაც ისედაც ცხადია, არამედ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან ვართ, რადგან ჩვენი ბოლო პოზიციები არ ტოვებს სურვილს, რომ მხარი დაუჭირო და იბრძოლო იმისთვის, რომ საქართველო შენი ნაწილი იყოს. ჩვენ არ ვიქცევით სათანადოდ, არ ვისმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს, აზრებს და ყველაფერს რომ თავი დავანებით, უპატივცემულოდ ვიქცევით. მეორე საკითხია ის, რომ მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებით შეფასება რამდენად იქნება სამართლიანი, როცა ამდენსაუკუნოვანი სწრაფვა აქვს ქვეყანას დასავლეთისკენ, იმის გამო, რომ აწმყოში ხელისუფლება ნაკლებად გამოადგა ამ მიზნისთვის, ხელი არ უნდა კრა. მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება არა ზუსტად ისეთს, რაც უკრაინას და მოლდოვას, მაგრამ რაღაცას შემოგვთავაზებენ გამოსწორების პირობის სანაცვლოდ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან