17 ივნისი გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფარგლებში, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა.

„ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა. ჩვენი საერთო მიზანია, გარემოს მიმართ გონივრული დამოკიდებულება გამოვხატოთ, საკუთარი ქცევა შევაფასოთ და ის გარემოს სასარგებლოდ შევცვალოთ. გარემოს დაცვის, მისი მდგრადობის შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვის აუცილებლობის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც დაგვეხმარება შევქმნათ საზოგადოება, რომელიც გარემოს მაქსიმალურად მოუფრთხილდება ”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

საინფორმაციო შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა მოსწავლეებს ნიადაგის ფუნქციები და მისი დეგრადაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორები: გადაჭარბებული ძოვება, ტყის ფართობების შემცირება, არასწორი და არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები, ურბანული განვითარების გზით ტერიტორიების არარაციონალური ათვისება გააცნო. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებზე იმსჯელეს, სადაც გაუდაბნოების საფრთხე არსებობს.

17 ივნისი გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა და ყოველწლიურად აღინიშნება, რათა გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყოს და მოგვიწოდებს მოვუფრთხილდეთ ნიადაგს, როგორც შეზღუდულ და უმნიშვნელოვანეს რესურსს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე