მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის აღდგენის კუთხით კერძო სექტორთან ერთად აქტიურმა მუშაობამ ქვეყანას მაისში 258 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, რაც 95-იანი აღდგენაა

განსაკუთრებით წარმატებული შედეგი ტურიზმის აღდგენის კუთხით მაისის თვეში გვაქვს - ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან 258 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამას 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს შევადარებთ, ტურიზმი 95%-ით აღდგა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმის აღდგენის კუთხით არსებულმა სამოქმედო გეგმამ შედეგი გამოიღო.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და მიღწევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა სტრატეგიამ, სამოქმედო გეგმამ და ყველა აქტივობამ, რომელიც კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის აღდგენის კუთხით გვაქვს, შედეგი გამოიღო. ამ პროცესში ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს ავიაციის სექტორის განვითარებას. ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც მიმდინარე წელს საქართველოს ბაზრით დავაინტერესეთ და ახალი პირდაპირი რეისები, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის აღდგენაზე პოზიტიურად აისახება. განსაკუთრებით პოზიტიური მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა წელს კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258 581 861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 184 781 782 (+250.4%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება იანვარი-მაისის მონაცემებს - ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840 879 162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3%-ით აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-მაისის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 663 668 204 (+374.5%) აშშ დოლარით მეტია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა