თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ და შპს „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ“-ს რექტორმა, გია კავთელიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები კვალიფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ სასერტიფიკატო კურსებს ერთობლივად შეიმუშავებენ. თავის მხრივ, საკრებულო ვალდებულებას იღებს, უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტების სტაჟირება ყოველწლიურად უზრუნველყოს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის საკრებულოსა და სეუ-ს პარტნიორობა ნაყოფიერი იქნება.

მისივე თქმით, სტაჟირება, ახალი კანონმდებლობის თანახმად, სექტემბრიდან, სამუშაო სტაჟად ჩაითვლება, რაც სტუდენტებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ სეუ-ს რექტორს გია კავთელიშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს გაფორმებული მემორანდუმი მისთვის, როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარისთვის, ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან უნივერსიტეტის შენობა ისნის რაიონში მდებარეობს.

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს, რადგან ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული უნარ-ჩვევები განივითარონ და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა სწავლის პერიოდში პრაქტიკაში განახორციელონ. მიხარია, რომ ეს მემორანდუმი ორმხრივად სასარგებლოა, რადგან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, SEU-ში ტრენინგები გაიარონ და კვალიფიკაცია აიმაღლონ ", - განაცხადა გია კავთელიშვილმა.

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი 5 წლის ვადით გაფორმდა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია