ლევან დავითაშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGB) წევრებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGB) წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, EUGB საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მჭიდროდ თანამშრომლობს და ქართული ბიზნესის ევროპულ ბაზარზე შეყვანას ხელს უწყობს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ეფექტიანად მოგვარება იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა რეალურად იმ უპირატესობების გამოყენება შეძლოს, რასაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ითვალისწინებს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი 2022 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას გაუსვა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. მისივე თქმით, მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის წილმა თითქმის ნახევარი - 48.7% შეადგინა.

პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვიცე-პრემიერმა ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა