ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, 2021 წელს, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება 53 საქმეზე დაიწყო, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 162 პირი მიეცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა ანტიკორუფციული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა.

როგორც ალექსი ბატიაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2021 წელს, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 53 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე დაიწყო. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 162 პირი მიეცა.

მისივე თქმით, 2021 წელს, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა ამოიღეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სამსახურის პრიორიტეტს კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებში საჯარო მოხელეების შესაძლო ჩართულობის პრევენცია წარმოადგენს, რისთვისაც სამსახური ცდილობს, ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახურის პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობები გააძლიეროს.

„2021 წელს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გამიზნული ე.წ. საინფორმაციო შეხვედრების პროექტი განხორციელდა. აღნიშნული პროექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მომზადდა“,- აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა