გიორგი ვაშაძე - 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი - 20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული გადარჩენის ახალი გეგმა უნდა ავამოქმედოთ

ჩვენ ვირჩევთ, ან ოლიგარქს ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ, ან რუსეთს ან ევროპას და ამერიკას. 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. 20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული გადარჩენის ახალი გეგმა უნდა ავამოქმედოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „დღეს გადაწყვეტილებით ყველაზე უკმაყოფილო „ქართული ოცნებაა“, ვინაიდან ისინი ლამობდნენ, საქართველოს სტატუსი არ მიეღო“.

„საქართველო დიდი არჩევანის წინაშეა - ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც „ქართულ ოცნებას“ მივყავართ, ან ევროკავშირი და დასავლეთი. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის. ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია და ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი, დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი. როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. ამის შემდგომ, ყოველთვის უნდა ვიყოთ ბევრი, იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩამოწერილია ყველა საკითხი, 19 აპრილი, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ა.შ. რამე ახალი გაიგეთ? ეს რეკომენდაციები კი არ არის, ამიტომ ჯერი ქართველ ხალხზეა. ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება - ა, ბატონო, შენ ბოლო შანსი, კიაფობს კიდევ ეს შესაძლებლობა, ახლა ჯერი ჩვენზეა! 19 აპრილის შეთანხმება ჩვენ არ დაგვიტოვებია, თუ ვინმე უნდა დაბრუნდეს, „ქართული ოცნება“ უნდა დაბრუნდეს და მთავარი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, მოქმედებაშია. დამერწმუნეთ, რომ დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის „ქართული ოცნება“. ისინი ლამობდნენ, რომ ჩვენ ბოლომდე უარი მიგვეღო, ამას ვერ მიაღწიეს, ეს გზავნილი ევროპის მხრიდან ქართველი ხალხისთვის არის, გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა ჩვენ - პუტინი გვინდა, თუ დასავლეთი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, „მცირედი ვადა კიდევ დარჩენილი გვაქვს, ეს ვადა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“.

„მთავრობა გადადგება მაშინ, როცა ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება და როცა ხალხი თავის არჩევანს მკაფიოდ, მთელი მსოფლიოს წინაშე დააფიქსირებს. შესაბამისად, სანამ ხალხი არ შეიკრიბება ერთად, სანამ ყველა ერთად არ დავდგებით, სანამ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ყველა არ დავიცვათ, ჩვენი ბავშვების, ჩვენი მშობლების, ჩვენი წინაპრების გზას არ გავაგრძელებთ, მანამდე მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი დასავლური პერსპექტივა ბოლომდე ფეხქვეშ გათელოს და ჩაგვაბაროს პუტინს და რუსეთს. არჩევანი მარტივია, ან „ქართული ოცნება“ და ოლიგარქი, ან ევროპა და დიდი, ერთიანი, ძლიერი საქართველოს იდეა. 20 ივნისს, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ და ეს ერთი კვირა ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს ერთ კვირაში, მცირედი ვადა კიდევ დარჩენილი გვაქვს, ეს ვადა ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ. 90-იანი წლები გაჭირვების კუთხით საქართველოში, იქნება მონაგონი, თუ ეს ყველაფერი არ გავაკეთეთ.

მაკრონის განცხადება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ გეოპოლიტიკურად სხვაგან მდგომი არის ოლიგარქიული, პრორუსული, ანტიდასავლური რიტორიკის მქონე „ქართული ოცნება“. თორემ, ტერიტორიულად, შავი ზღვის აქეთ რომ ვართ, ამის მიუხედავად, ასოცირების შეთანხმებაში პირველები ვიყავით და უვიზო მიმოსვლაშიც პირველები ვიყავით. ახლა ის დროა, რომ საქართველოსთვის ევროპა აქ მოვიყვანოთ, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ. 20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული გადარჩენის ახალი გეგმა უნდა ავამოქმედოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა