მამუკა მდინარაძე - ნიშანდობლივია, რომ ევროკომისიის ყველაზე მკაფიო რეკომენდაცია დეპოლარიზაციას შეეხება, მნიშვნელოვანია, ვინაა პოლარიზაციის წყარო - ყველამ ერთად ჩვენს ძვირფას ოპონენტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ პოლარიზაცია შეამცირონ

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ევროკომისიის ყველაზე მკაფიო რეკომენდაცია დეპოლარიზაციას შეეხება, ასევე მნიშვნელოვანია, ვინაა პოლარიზაციის წყარო - ჩვენ ყველამ ერთად ჩვენს ძვირფას ოპონენტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ პოლარიზაცია შეამცირონ, - ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მდინარაძის თქმით, დეპოლარიზაციაზე ევროკომისიის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიცია ახლაც პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას ცდილობს, რითაც მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ევროპულ მოწოდებებსა და მიდგომებს აცდენილი არიან.

“პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები ამას მოგვიწოდებენ და პრიორიტეტულ საკითხად და რჩევად განიხილავენ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის და ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღებისთვის.

ეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ კარგად გამოჩნდა, მაგრამ მეორე მხრიდან ყოველთვის მოდის დაუსაბუთებელი, გამოგონილი ამბების საფუძველზე შექმნილი პოლარიზაცია, რაც უნდა შემცირდეს. თუ ისინი ფეიკებს, ზიზღს, სიძულვილს, ამგვარ საუბარს შეამცირებენ, ოდნავ მაინც თავს ზემოთ ძალას იპოვიან, კონსტრუქციულობისა და რეალურობის ჩარჩოებში ჩაჯდებიან, შეიძლება ჩვენ ყველაზე მარტივად ეს პირველი და უმთავრესი რეკომენდაცია შევასრულოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების კიდევ უფრო სწრაფ ტემპს, რისი საფუძველიც ბევრი გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, ხოლო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს. პირობებს შორის პირველ საკითხად დასახელებულია პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა