ეროვნული ბანკი ტურიზმისა და სასტუმრო სექტორის კვლევას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტურიზმისა და სასტუმრო სექტორის კვლევა შეიმუშავა, რომელიც პანდემიამდე ტურიზმის მნიშვნელობასა და მახასიათებლებს დეტალურად მიმოიხილავს და დამატებით, ამ სექტორში COVID-19 შედეგებსა და აღდგენის ტემპებს აღწერს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევაში მოცემულია ისეთი დეტალები, როგორიცაა საქართველოში ტურიზმის მნიშვნელობა და მახასიათებლები, ტურიზმის სექტორის საკრედიტო რისკების შეფასება, სასტუმრო სექტორის პირველადი კვლევა და სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემები.

„კვლევაში ასევე განხილულია სასტუმროების სექტორის სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც სებ-ის კონსოლიდირებულ მონაცემებს და გეოგრაფიული არეალისა და ტიპის გათვალისწინებით, მსესხებელი კომპანიების გარკვეულ ფინანსურ მაჩვენებლებს ეყრდნობა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლევის შედეგები საბანკო ასოციაციის ჩართულობით კომერციულ ბანკებს უკვე გააცნო. დღეიდან კი ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აღნიშნული შედეგების გაცნობა დაინტერესებული საზოგადოებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკის სხვა სექტორების ანალიზზე, მათ შორის უძრავი ქონების დეველოპმენტისა და უძრავი ქონების მენეჯმენტის მიმართულებებით მუშაობას აგრძელებს, რომელთა გამოქვეყნებაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა