თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია და პროფესორები პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მოლაპარაკების ფორმატში განიხილავენ იმ მოთხოვნებს, რომელიც სტუდენტების ჯგუფმა წამოაყენა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხია საერთო საცხოვრებლების თემა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სტუდენტური საცხოვრებლები რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხია და ამ პრობლემის მოგვარება ხელს შეუწყობს სასწავლო თუ საგამოცდო პროცესში სტუდენტთა აქტიურ ჩართვას.

მათივე თქმით, აღნიშნული პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სასწავლებლის ადმინისტრაციას კარგად ესმის და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად აგრძელებს სტუდენტთათვის საერთო საცხოვრებლების უზრუნველყოფაზე მუშაობას. ამისთვის არაერთი ქმედითი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

რექტორმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შერჩეულია ტერიტორია მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ახალი, თანამედროვე ტიპის სტუდენტური საცხოვრებელი აშენდება, მუშავდება საცხოვრებლის პროექტი, მიმდინარეობს რესურსების მობილიზება/მოძიება. მხარდაჭერისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და ორგანიზაციებს.

„რაც შეეხება ბაგების საერთო საცხოვრებელს: ეს უკანასკნელი უნივერსიტეტს საკუთრებაში 2018 წელს გადმოეცა, რის შემდეგაც, ადმინისტრაციის ინიციატივით, შენობის მდგომარეობა შეფასდა. დასკვნის თანახმად, შენობის სრული განახლება არ არის რეკომენდებული და მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს. შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს რესურსები ახალი საცხოვრებლის მშენებლობაზე მიმართოს, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ბაგების საერთო საცხოვრებელს“,- განაცხადა რექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, ამავდროულად, აქტიურად გააგრძელებს ფუნქციონირებას სტუდენტური საცხოვრებელი ლისზე, აღნიშნული შენობა 320 სტუდენტს იტევს და უნივერსიტეტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2017 წელს გადმოეცა. მისივე თქმით, ლისის საცხოვრებელში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის და იქ დღემდე არის თავისუფალი ადგილები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სტუდენტური საცხოვრებლების საკითხზე ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი/პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აღნიშნული პრობლემა, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში.

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის შესახებ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება 21 ივნისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი