სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, „კონსტრუქციული ოპოზიციის" ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელი ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც  სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ძალიან კარგი გზავნილი იქნება თუ ამ ჯგუფის სათავეში კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება.

„არაჩვეულებრივი იდეა და წინადადება მქონდა, შექმნილიყო სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ 2022 წლის ბოლომდე მიაღწიოს წარმატებას. მგონია, ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც იქნება ძალიან კარგი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში, თუ ასეთი რამ შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა. გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რომ მივაღწიოთ წარმატებას 2022 წლის ბოლოს. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ მივაღწიოთ შედეგს, არ არის ვიღაცის ლანძღვის, ან ბრალდებების დრო, საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის