თსუ მზადაა, რექტორის არჩევის წესზე იმსჯელოს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მზადაა შექმნას პლატფორმა, რომლის მუშაობაში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელს, რათა ერთობლივად, სამუშაო ფორმატში იმსჯელონ რექტორის არჩევის ახლანდელ პრაქტიკასა თუ არჩევის წესთან დაკავშირებულ ინიციატივებზე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი სამუშაო შეხვედრა 24 ივნისს, 19:00 საათზე, თსუ პირველ კორპუსში შედგება. ამის შესახებ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორები ესწრებოდნენ.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაზღვრული რექტორის არჩევის წესი, პროცედურები თუ კრიტერიუმები რეგულირდება კანონით უმაღლესი განათლების შესახებ, შესაბამისად ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს“ .

გაერთიანებულ შეხვედრაზე დიალოგის ფორმატში იმსჯელეს 4 ძირითად საკითხზე, რომელიც სტუდენტთა აღნიშნულ ჯგუფმა ჩამოაყალიბა, ესაა საერთო საცხოვრებლების თემა, უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი და ფინალური გამოცდების ფორმატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა