თსუ-ს კანცლერი - უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე საქართველოში

ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გია შარვაშიძის, ადმინისტრაციის, პროფესურისა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრისას იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის ბიუჯეტით დაინტერესებულ სტუდენტებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - ლაშა საღინაძემ განუმარტა, რომ მათ შეუძლიათ, ელექტრონული ფორმით მოითხოვონ მისთვის საინტერესო ფინანსური ინფორმაცია და კანონით დადგენილ ვადებში მიიღებენ.

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ამსახველი ინფორმაცია ეტაპობრივად ქვეყნდება უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე და საჯარო/ხელმისაწვდომია საიტის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ასევე, დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია, ელექტრონული ფორმით მოითხოვოს მისთვის საინტერესო ფინანსური ინფორმაცია და კანონით დადგენილ ვადებში მიიღოს ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისგან’’, - განაცხადა ლაშა საღინაძემ.

მანვე განმარტა თუ როგორ ნაწილდება უნივერსიტეტის სახელფასო ფონდი.

,,უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადის ფინანსების აუდიტორულ შემოწმებას. უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და სენატის წევრებისგან დაკომპლექტდება და ჯგუფის ფარგლებში სამუშაო რეჟიმში განიხილება ის პრობლემები, კითხვები თუ რეკომენდაციები, რომელიც უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისა თუ ხარჯვით ნაწილთან იქნება დაკავშირებული“, - აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

ინფორმაციისთვის, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 ივნისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე