„დაზღვევის კავშირს“ ლაშა ნიკოლაძე უხელმძღვანელებს

„დაზღვევის კავშირს“ ლაშა ნიკოლაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „დაზღვევის კავშირი“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აიპ „დაზღვევის კავშირი“ 2018 წელს შეიქმნა მისი წევრები როგორც სადაზღვევო კომპანიები, ასევე სადაზღვევო ბროკერებიც გახლავთ. მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, მათ შორის კონკურენტული გარემოს ხელშეწყობით, სადაზღვევო რეგულატორს, მომხმარებელსა და დაზღვევის ინდუსტრიას შორის მედიატორის როლის შესრულება და მაქსიმალური კოორდინაცია გახლავთ.

„აშკარად ვგრძნობ, ქართულ დაზღვევას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება სხვადასხვა მიმართულებით სწორად განვითარებისათვის. მე ჩემ 27 წელზე მეტ სადაზღვევო გამოცდილებას, მათ შორის დაზღვევის ზედამხედველობის მიმართულებით - მაქსიმალურად გამოვიყენებ ზემოაღნიშნული კეთილშობილური მიზნების მისაღწევად. უახლოეს პერიოდში საზოგადოებას უფრო მეტ დეტალებს გავუზიარებ სამოქმედო გეგმების შესახებ. ჩვენი კარი ღიაა სათანამშრომლოდ“ , - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს