თბილისის ახალი ლენდმარკი Axis Towers-ი  გაიხსნა

დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, Axis Towers-ი გაიხსნა. Axis Towers- ი დეველოპერული კომპანია Axis -ის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია. ამის შესახებ ინფორმაციას Axis Towers-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Axis Towers-ი თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც პიედესტალისა და ორი კოშკისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა 41-სართულიანია, 4 სართული მიწის ქვეშ, ხოლო 37 - მიწის ზემოთ მდებარეობს.

„შენობის თეთრი კოშკი საცხოვრებელ ნაწილს ეთმობა, ხოლო შავ კოშკში ბიზნესცენტრია განთავსებული. გარდა ამისა, შავ კოშკში, მე-19 სართულიდან განლაგებულია Accor Group -ში შემავალი, პრემიუმ კლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი.

აღსანიშნავია, რომ Axis Towers-ი, რეგიონის მასშტაბით, პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია (WTC).

Axis towers-ი, არქიტექტურული და ინჟინრული თვალსაზრისით, ინოვაციური პროექტია. კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა, ერთმანეთთან მიმართებით, სარკისებურად მოძრაობენ. ეს შენობას კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდის, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად მოჩანს.

Axis Towers-ი გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად დეველოპმენტის 5 მიმართულებას მოიცავს: საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საოფისე და გასართობ ფუნქციებს.

აქ დაგხვდებათ ფრანგულ ბრენდ Accor Group-ში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი; ქალაქში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი: 25-მეტრიანი საცურაო აუზი, მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით, პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნესსივრცე და სპა ცენტრი; 12 რესტორანი და 7 ბარი; საფეხმავლო ქუჩა - რეკრეაციული სივრცე, სადაც, ასევე, განთავსებულია კაფე-რესტორნები.

სასტუმროს პიედესტალში კონცენტრირებულია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სივრცეები ბიზნესშეხვედრებისთვის: 2000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული საკონფერენციო სივრცეები; 7 შეხვედრების ოთახი და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასში ჩაშენებულია 4 სინქრონული თარგმნის ჯიხური და მისაღები სივრცე, ტერასით.

Axis Towers-ის საერთო საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარს აჭარბებს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო „საქართველოს ბანკმა“.

საზეიმო გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს