განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა კონფერენციას უმასპინძლა

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა კონფერენციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს, ძალაში შევიდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემა, მათ შორის ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები. ახალი სისტემის დანერგვას თან ახლდა მისი ადმინისტრირების მიზნით განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის პროფესიული განათლების ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირება, რაც ასევე გაეროს გავნითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

„კონფერენცია მიზნად ისახავდა, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა შემდგომი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას და შემდგომ, იდენტიფიცირებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებისა და რეკომენდაციების წარმოდგენას.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ექსპერტთა პრეზენტაციები.

კონფერენციაში ხარისხის ექსპერტებთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების დარგის ექსპერტებმა, რომლებიც ხარისხის ექსპერტებთან ერთად ჩაერთვნენ სამუშაო პანელში. აღნიშნულ სამუშაო პანელში განიხილეს ექსპერტთა და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემები.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონფერენციას, რომელიც პირველად ჩატარდა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროექტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ღონისძიება მხარდაჭერილი იყო გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს