ანონსი 18 ივნისი

ანონსი  18 ივნისი

18 ივნისს, 13:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში, გაიმართება შშმ პირთა თვითორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი შშმ პირების პრესკონფერენცია, სადაც ისინი, შშმ პირთათვის ევროკავშირთან სიახლოვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

მის: ჭოველიძის 4ა

საკონტაქტო პირი: ანა ტოკლიკიშვილი, 595 221 999

18 ივნისს, 17:00 საათზე, ფრონტლაინ კლუბში, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ევროკომისიის მიერ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებას გამოეხმაურებიან და ისაუბრებენ ევროკავშირთან ასოცირების მნიშვნელობაზე კულტურის სფეროსთვის.

მის: ასათიანის 62

საკონტაქტო პირი: ეკა კიკნაძე- 577 449 125

18 ივნისს, 18:00 საათზე, პარლამენტთან „ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „ტაბულას“, თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და აფხაზთა კრების წარმომადგენლების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

თემა: დეოლიგარქიზაციის კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 434 308

18 ივნისს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია.

საკონტაქტო ნომერი: 577 99 99 12

18 ივნისს, 20:00 საათზე, იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია საქართველოს მასშტაბით იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებული ყველა პირს ერთ სივრცეში შეკრებს და სამოქმედო გეგმას გააცნობს.

მისამართი: „ექსპო ჯორჯია“, პირველი პავილიონი, წერეთლის 118