საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო - პირველი ადგილი, სახარების რწმენის ეკლესია - მეორე ადგილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია- მესამე ადგილი - ასე დასრულდა დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს საპატიო ჯილდო, ყველა მონაწილე რელიგიურ ორგანიზაციას კი, საპატიო სიგელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრეკის ფედერაციის თავმჯდომარემ, გიორგი გიორგაძემ გადასცეს.

ამასთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირისა და ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩემპიონატში მონაწილეობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გუნდი.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ტრადიციული გახდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ინიციატივას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღების თაობაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო