გიორგი შარვაშიძე - ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში

ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება, გამოცდები დაიწყება 20 ივნისიდან 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესურასა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შორის 17 ივნისს შედგა. როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინალური გამოცდების ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. სტუდენტები მოითხოვენ მიმდინარე სემესტრის ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩაბარებას.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მიზანია ხელი შეუწყოს ყველა სტუდენტის ჩართულობას საგამოცდო პროცესში, მნიშვნელოვანია არაპანდემიურ ვითარებაში სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და მათთვის თანასწორი პირობების უზრუნველყოფა. სტუდენტებს, რომლებსაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების ან დედაქალაქში დაყოვნების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისისა და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ”, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც თსუ-ს რექტორმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას.

„ყველა ასეთი მიმართვა ინდივიდუალურად განიხილება და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში ფაკულტეტი სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება’’, - აღნიშნა შარვაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო