გიორგი ხანიშვილმა კონფერენცია „ფერმიდან მომხმარებლამდე“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა კონფერენცია „ფერმიდან მომხმარებლამდე“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის მიზანს საქართველოში აგროსასურსათო წარმოების ჯაჭვში ჩართული პირების ერთმანეთთან დაკავშირება და ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრების წვდომასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მიზნობრივმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მდგრადობას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა წარმოების სამომავლო მხარდაჭერა აუცილებელია.

„ჩვენ, პრაქტიკულად, ნულიდან დავიწყეთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგში წარმოების განვითარება. მოგეხსენებათ, ეს არის ყველაზე რისკიანი დარგი. საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, ფინანსური უზრუნველყოფისთვის. ვფიქრობ, სწორი პოლიტიკით და კოორდინირებული თანამშრომლობით, შევძლებთ პროდუქციის წარმოების ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„USAID საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ზრუნავს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხზე და, ვფიქრობ, ამ მხრივ თვალსაჩინოა მიღწევები. დღეს, ჩვენი აქ შეკრების მიზანია დავეხმაროთ ფერმერებს, კოოპერატივებს ქსელურ მარკეტებთან კომუნიკაციასა და, შესაბამისად, ახალი ბაზრების მოძიებაში, რაც, თავის მხრივ, დარგის განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა, მარიკა ოლსონმა.

კონფერენცია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, თიბისი ბანკის, რითეილ ასოციაციის და „აჭარა ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები, ქსელური მარკეტების ხელმძღვანელი პირები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა