ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა და ერთი ახალი მოედანი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა (ზიგზაგის ქუჩა N69, გურამიშვილის გამზირი N33ბ) და ერთი ახალი ფეხბურთის მოედანი მოეწყო (საყვირის ქუჩა N2).

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამივე მისამართზე შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 213 000 ლარი დახარჯა.

ახალი მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ვაგრძელებთ სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ახალგაზრდებისთვის მოწესრიგებული სპორტული მოედნები აუცილებელია, ამით ხელს შევუწყობთ მათ სპორტულ განვითარებას. ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი ახალი სპორტული სივრცე შეემატა. კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით, ბავშვებს უხარიათ. რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

აღნიშნულ მისამართებზე მოეწყო ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს