ანონსი 19 ივნისი

19 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო პირი - 595 11 54 64

19 ივნისს, 11:00 საათზე, „შატო მუხრანში“, პირველად გაიმართება მერანოს ღვინის ფესტივალი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია.

მის: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხრანი, "შატო მუხრანი"

19 ივნისს, 12:00 საათზე, საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით, CENN-ის ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით, ქვემო ქართლის რეგიონში „ველოტური თავისუფლებისთვის" გაიმართება.

საკონტაქტო პირი: 599 087 703 ნანა

19 ივნისს, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში, ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ფარგლებში გაიმართება დისკუსია: რას შეცვლის ევროკავშირის სტატუსი-შრომა და სოციალური უსაფრთხოება. სპიკერები არიან: ექსპერტი გიგი გიგიაძე, თბილისის მეტროს პროფკავშირის წარმომადგენელი რობერტ მარგიშვილი, სოციალური უსაფრთხოების სისტემების მკვლევარი ანა დიაკონიძე.

საკონტაქტო პირი: ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

მის: მწერალთა სახლი (მაჩაბლის 13)

19 ივნისს, 16:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, „არტისტერიუმის“ ფარგლებში, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. საკონტაქტო პირი: ნინო კვირიკაშვილი 599361977

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო