კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ის პრობლემები მოაგვაროს, რაც ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციაში ხელს უშლის“

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და ამ მიმართულებით სწრაფი, ქმედითი და დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ სფეროს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და კულტურის მიმართულებით არსებული ის პრობლემები დაასახელეს, რომელიც მათი აზრით, ქვეყანას ხელ უშლის ევროპულ ინტეგრაციაში.

„გუშინდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მაღალია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და ის, რომ დაუყოვნებლივ გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები, რათა აღმოიფხვრას თითოეულ სფეროში ხარვეზი, რაც ხელს უშლის ევროინტეგრაციას. ბოლო თვეების კულტურის პოლიტიკა მიგვაჩნია ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად შემდეგი მიზეზების გამო: იმ დიდი დარტყმის გამო, რომელიც მიადგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მასზე ზრუნვის მაღალ პროფესიულ ევროპულ სტანდარტს. იმ შეფერხებული სამეცნიერო, სამუზეუმო თუ სხვა ტიპის საერთო პროექტების გამო, რომელიც ასევე ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუციებთან; განსხვავებული აზრის რეპრესიული დევნა კულტურის სფეროდან; კულტურის ინსტიტუციების დასუსტება და მათი ნგრევა ნაცვლად გაძლიერებისა, რაც ასევე არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნა; ასევე ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არის აბსოლუტურად არქონა საჯაროობის და ღიაობის პრინციპისა, რაც ასევე ხელს უშლის სფეროს განვითარებას. ამიტომ ინსტიტუციური ღიაობა და საჯაროობა მიგვაჩნია ერთ-ერთ მთავარ პრინციპად და ისიც, რომ კარგად გავიაზროთ, რომ ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზე დგას“,- განაცხადა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ.

ამასთან, მხატვარ გია ბუღაძის განცხადებით კი, ხელისუფლება კულტურის მიმართულებით „საშინელებებს სჩადის“.

„თითქოს ყველა ველოდით, რომ მსგავსი რაღაც იქნებოდა, რადგან ხელისუფლება, რომელიც მოღალატეობრივ გზაზე დგას, ყველაფერს აკეთებს, რათა მოუსპოს საქართველოს ევროპული მომავალი, კულტურის მიმართულებით კი საშინელებებს სჩადის. კლავს პროფესიონალიზმს, კლავს ტრადიციის რეალურ გაგებას, ანადგურებს განათლების სისტემას ყველა მიმართულებით, ანადგურებს კულტურული მემკვიდრეობის ყველა გამოცდილებას. ეს ყველაფერი არის საშინელება - გვიკარგავს იმას, რაზეც ვოცნებობთ - ევროპაში დაბრუნებას“,- განაცხადა გია ბუღაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა