ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართება

ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ხვალ, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით, სოლიდარობის მარში გაიმართება. მარში 11:00 საათზე დაიწყება.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, მსოფლიოში 100 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გაეროს ხელმძღვანელი საბინე მახლი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი კემლინ ფურლი, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„20 ივნისს, მსოფლიოში ლტოლვლთა დღე 2000 წლიდან აღინიშნება, როდესაც გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. 20 ივნისი არის დღე, როდესაც მსოფლიო აღნიშნავს მილიონობით ლტოლვილის სიმამაცესა და გამძლეობას და სოლიდარობას უცხადებს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა კონფლიქტების, ძალადობისა და დევნის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, ახლობლები და უცხო ქვეყანაში ცხოვრება თავიდან დაეწყოთ. ლტოლვილთა მსოფლიო დღე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რათა მან გამოხატოს მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიმართ.

საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ევროპაში, უკრაინაში მიმდინარე ომმა ლტოლვილთა მიმართ ხალხის გასაოცარი თანადგომა და სოლიდარობა გამოიწვია. 2022 ლტოლვილთა მსოფლიო დღე ყურადღებას ამახვილებს სოლიდარობასა და ლტოლვილთა ფუნდამენტურ უფლებაზე - ეძიონ უსაფრთხოება. ლტოლვილთა მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანიც სწორედ ამაზეა - „ყველას აქვს უფლება ეძიოს უსაფრთხოება“ - საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი კემლინ ფურლი.

2022 წლის მაისის მონაცემით, მსოფლიოში ომის, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა. ამ დრამატული ციფრების მიღმა არის 100 მილიონზე მეტი ქალის, კაცის და ბავშვის დანაკარგისა და ტკივილის, შემართებისა და სიმამაცის რეალური ისტორია. შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ უსაფრთხო, ძლიერი და უკეთესი მსოფლიოს შენებაში. ჩვენ ვდგავართ ლტოლვილთა გვერდით. იმედი გვაქვს, თქვენც!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს