მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისში მდებარე ზრდასრულთა განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად, ბოლნისში მდებარე ზრდასრულთა განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა მათ სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მიხეილ ჩხენკელმა და ჰუბერტ ქნირშმა ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ზრდასრულთა განათლების ქსელის ფარგლებში გაიხსნა.

„მინისტრმა ელჩს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა და პროფესიული განათლების სფეროში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაცით, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ორგანიზაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში DVV International-ის მიერ დაარსებულ ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრებს აერთიანებს. DVV International-ის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე 13 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ქართულ მხარეს ზრდასრულთა განათლების განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს და საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წლიდან ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით კომპეტენციების განვითარება. ბოლო წლებში სამინისტრომ, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რაც საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას ხელს უწყობს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს, ფორმალური განათლების ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოპოვებული აქვს და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს გასცემს.

ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების პროცესში DVV International-ის როლი და მისი მხარდაჭერა, როგორც ცოდნის გაზიარების, ასევე ზრდასრულთა განათლებაში ჩართული სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში