„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ – მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, ჟურნალისტების თავდასხმებისგან დაცვა  შესაძლებელი გახდეს

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, ჟურნალისტების თავდასხმებისგან დაცვა შესაძლებელი გახდეს.

ამასთან, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა და ხელისუფლება ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„19 ივნისს, ქალაქ ბათუმში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდათ. ამდენად, თავდასხმა ცალსახად ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაეცა. რადგან მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს, კოალიცია მოუწოდებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, ჟურნალისტების თავდასხმებისგან დაცვა შესაძლებელი გახდეს.

მთავრობის წევრებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა უნდა შეცვალონ. მათ შორის, 18 ივნისს საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში “TV პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა