თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა მნიშვნელობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის განსაკუთრებულ როლსა და აქტიური ჩართულობის ხაზი გაუსვა. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა, განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

მხარეები სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა აქტუალურ საკითხებზე, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„მოგეხსენებათ, ჩვენ შარშან ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა დავიწყეთ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარე უფრო ფართო პროცესის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების განახლებული სტრატეგიული ხედვის განვითარების ნაწილია და მის ერთ-ერთ დეპოლიტიზირებულ, ადამიანზე ორიენტირებულ განზომილებას წარმოადგენს. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, განსაკუთრებით, ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაში ევროკავშირის როლიდან გამომდინარე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას და თანამშრომლობას უაღრესად მნიშვნელოვნად ვთვლი. სწორედ ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლებთან ჩემი დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი, რომლის დროსაც ჩვენ ჩართულობის და შერიგების განახლებული სტრატეგიული პრიორიტეტები და ხედვები განვიხილეთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო