საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, „ტვ.  პირველის“ ოპერატორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში „ტვ. პირველის" ოპერატორ მურმან ზოიძეზე თავდასხმის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით",- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი საქმეზე დღის განმავლობაში გამოიკითხება.

ცნობისთვის, გვიან ღამით, “ტვ. პირველის” ოპერატორი ჩართვის ემზადებოდა, მას რამდენიმე ახალგაზრდა მიუახლოვდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა